შესრულებული:
2022-2023
ბაკურიანის 3 ახალი საბაგირო
პროექტ “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში, აქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების კომპანიის დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანია “დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფმა”, ბაკურიანში, 3 ახალი საბაგირო ააშენა. აბაგიროების მშენებლობა თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდა, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. საბაგიროები არის ინოვაციური მოდელი მთელს რეგიონში, - 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების გამტარუნარიანობა, ჯამურად, საათში 5 400 მგზავრია, რომლის გაზრდაც 7 200 მგზავრამდეა შესაძლებელი.
Read case study2023
გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში
თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, დიდველის, კოხტასა და მიტარბის სათხილამურო არეალებზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. 29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მთის კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა საჭიროა სეზონის დროულად დაწყებისა და გახანგრძლივებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები მხოლოდ ხელოვნურ საფარზე ტარდება.
Read case study2021
ხელოვნური ტბები
ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, დიდველისა და მიტარბის არეალში, უმოკლეს დროში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი. ტბების ჯამური მოცულობაა - 307 000 მ3. დიდველი − 201 433 მ3, კოხტა-მიტარბი − 105 948 მ3; დიდველისა და მიტარბის წყლის რეზერვუარები ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება ტყის ხანძრების დროს: ავიაცია ტბებიდან შეძლებს წყლის მარაგის შევსებას.
Read case study2023
ტრასები
ბაკურიანი 2023-ის ფარგლებში, დიდველისა და კოხტას სასრიალო არეალებზე, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო. თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, ზამთრის სპორტის 7 სახეობაში, 30 შეჯიბრი ჩატარდება, რომელსაც დიდველისა და კოხტას ახალი, PGS, PSL და სლოუფსტაილის ტრასები უმასპინძლებს. საშეჯიბრო ტრასების მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დასრულდა
Read case study2022
ზურულდის საბაგირო
ზურულდის მთაზე, ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა, რეკორდულ დროში განხოციელდა. პროექტი ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანია “დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფმა” შეასრულა. ჰაწვალისა და ზურულდის დამაკავშირებელი, 10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს სიგრძე - 1 421 მეტრია, გამტარუნარიანობა კი, საათში - 1 800 მგზავრი. ურულდის საბაგირო 2021-2022 წლის ზამთრის სეზონიდან მასპინძლობს ვიზიტორებს
Read case study