ჩვენს შესახებ
ისტორია:
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ დაარსდა 2013 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ.
2014 წლამდე, კომპანია ფუნქციონირებდა შპს “გუდაურის განვითარების სააგენტოს” სახელით და მართავდა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს.
2014 და 2015 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანიას სამართავად გადაეცა ბაკურიანის სასრიალო არეალი – დიდველი და სამთო-სათხილამურო კურორტი - გოდერძი.
2017 წლისთვის, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” მართავდა შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია).
2021 წლის თებერვლიდან, რებრენდინგის შემდეგ, შეიცვალა კომპანიის ვიზუალური იდენტობა და სახელწოდება. ამჟამად, ის “მთის ტრასების სააგენტოს (MTA)” სახელით ოპერირებს. MTA მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.
კავშირით:
კურორტები:
ჩვენ უკვე 12 წელია რაც ვმართავთ საქართველოს მთის კურორტებს