რჩეული პროექტები:
2022-2023
ბაკურიანის 3 ახალი საბაგირო
პროექტ “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში, აქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების კომპანიის დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანია “დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფმა”, ბაკურიანში, 3 ახალი საბაგირო ააშენა. აბაგიროების მშენებლობა თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდა, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. საბაგიროები არის ინოვაციური მოდელი მთელს რეგიონში, - 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის, მიწისქვეშა ფარეხებით. საბაგიროების გამტარუნარიანობა, ჯამურად, საათში 5 400 მგზავრია, რომლის გაზრდაც 7 200 მგზავრამდეა შესაძლებელი.
სრულად პროექტზე2023
გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში
თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, დიდველის, კოხტასა და მიტარბის სათხილამურო არეალებზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. 29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მთის კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა საჭიროა სეზონის დროულად დაწყებისა და გახანგრძლივებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები მხოლოდ ხელოვნურ საფარზე ტარდება.
სრულად პროექტზე